,,Startup მარანმა” ინვესტორებს ,,8000 მოსავალში” გამართულ შეხვედრაზე უმასპინძლა

,,Startup მარანმა” ინვესტორებს ,,8000 მოსავალში” გამართულ შეხვედრაზე უმასპინძლა

11 მაისს ,,Startup მარანმა” სტარტაპებში ინვესტირებით დაინტერესებულ ინვესტორებს ,,8000 მოსავალში” გამართულ შეხვედრაზე უმასპინძლა.

შეხვედრა დაეთმო ინოვაციური და გლობალური პოტენციალის მქონე სტარტაპს  რომელიც შეეხება საგანმანათლებლო სფეროს:

STAPPILO – არის მობილური აპლიკაცია სტუდენტებისთვის, რომელიც აერთიანებს ყველა იმ ინსტრუმენტს, რასაც სტუდენტები იყენებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში:
სწავლა, სადაც თავს მოიყრის საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები;
გართობა, სადაც სტუდენტებს წვდომა ექნებათ გართობის ინდუსტრიის სხვადასხვა მოდულებზე.
აღსანიშნავია, რომ ანალოგიური აპლიკაცია არ არსებობს არც კავკასიის და არც პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ბაზარზე, რაც პროდუქტს უფრო საინტერესოს და მიმზიდველს ხდის.

აღნიშნულმა სტარტაპმა ინვესტორების დიდი ინტერესი გამოიწვია, ისინი უფრო დეტალურად განიხილავენ ბიზნეს წინადადებას და მიიღებენ გადაწყვეტილებას დაფინანსებაზე.