Startup მარანი აპლიკაციების მიღებას აგრძელებს!

Startup მარანი აპლიკაციების მიღებას აგრძელებს!

თუ გაქვთ ინოვაციური ბიზნეს იდეა, ბიზნესის დაწყების სურვილი ან სტარტაპი,საშუალება გეძლევათ მონაწილეობა მიიღოთ Startup მარანის ღონისძიებაზე, რომელიც შემოდგომაზე გაიმართება. მონაწილეობის მიღება შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალურად ასევე გუნდთან ერთად, ასაკის და ბიზნესის სფეროს შეუზღუდავად. შესარჩევ კონკურსში მონაწილების მიღება შეუძლია, როგორც დამწყებ მეწარმეებს, ასევე უკვე არსებულ ბიზნესებსაც, რომლებსაც სურვილი აქვთ მიიღონ დამატებითი ფინანსური რესურსი. Startup მარანი საშუალებას გაძლევთ მიიღოთ ინვესტორებისგან დაფინანსება 10000 აშშ დოლარიდან 100000 აშშ დოლარამდე. შერჩეულ აპლიკანტებს ინვესტორებთან გამართულ ღონისძიებაზე საპრეზენტაციოდ მენტორები მოამზადებენ. აპლიკაციების შევსება შესაძლებელია როგორც Startup მარანის ოფიციალურ ვებ გვერდზე www.startupmarani.ge, ასევე ფეისბუქ გვერზე FB: Startupmarani . აპლიკაციების გამოგზავნის ბოლო ვადაა 15 სექტემბერი.