Startup მარანის მეოთხე ღონისძიებისთვის აპლიკაციების მიღება დაიწყო

Startup მარანის მეოთხე ღონისძიებისთვის აპლიკაციების მიღება დაიწყო

თუ გაქვთ ინოვაციური ბიზნეს იდეა, ბიზნესის დაწყების სურვილი ან სტარტაპი, დღეიდან საშუალება გაქვთ მონაწილეობა  მიიღოთ Startup მარანის რიგით მეოთხე ღონისძიებაში, მონაწილეობის მიღება შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალურად ასევე გუნდთან ერთად, ასაკის და ბიზნესის სფეროს შეუზღუდავად, თუმცა ყურადღება გამახვილდება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში არსებულ ბიზნეს იდეებზე.

Startup  მარანი  საშუალებას გაძლევთ მიიღოთ ინვესტორებისგან დაფინანსება 1000 აშშ დოლარიდან 100000 აშშ დოლარამდე. აპლიკაციების გადარჩევის შედეგად გამოვლინდება 10 ფინალისტი რომლებსაც ინვესტორებთან გამართულ ღონისძიებაზე საპრეზენტაციოდ ერთი თვის განმავლობაში მენტორები მოამზადებენ.

აპლიკაციების შევსება შესაძლებელია როგორც Startup მარანის    ოფიციალურ ვებ გვერდზე www.startupmarani.ge, ასევე  ფეისბუქ გვერზე FB: Startupmarani . აპლიკაციების გამოგზავნის ბოლო ვადა 30 სექტემბერია.

http://startupmarani.ge/marani-application-form/