აპლიკაციების მიღება დაწყებულია

აპლიკაციების მიღება დაწყებულია

თუ გაქვთ ინოვაციური ბიზნეს იდეა, ბიზნესის დაწყების სურვილი ან სტარტაპი,საშუალება გეძლევათ მონაწილეობა მიიღოთ Startup მარანის რიგით მეხუთე ღონისძიებაზე, რომელიც გაზაფხულზე გაიმართება. მონაწილეობის მიღება შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალურად ასევე გუნდთან ერთად, ასაკის და ბიზნესის სფეროს შეუზღუდავად. შესარჩევ კონკურსში მონაწილების მიღება შეუძლია, როგორც დამწყებ მეწარმეებს, ასევე უკვე არსებულ ბიზნესებსაც, რომლებსაც სურვილი აქვთ მიიღონ დამატებითი ფინანსური რესურსი. Startup მარანი საშუალებას გაძლევთ მიიღოთ ინვესტორებისგან დაფინანსება 10000 აშშ დოლარიდან 100000 აშშ დოლარამდე. აპლიკაციების გადარჩევის შედეგად გამოვლინდება მაქსიმუმ 10 ფინალისტი, რომლებსაც ინვესტორებთან გამართულ ღონისძიებაზე საპრეზენტაციოდ 6 კვირის განმავლობაში მენტორები მოამზადებენ. აპლიკაციების შევსება შესაძლებელია როგორც Startup მარანის ოფიციალურ ვებ გვერდზე www.startupmarani.ge, ასევე ფეისბუქ გვერზე FB: Startupmarani . აპლიკაციების გამოგზავნის ბოლო ვადაა 30 იანვარი.

http://startupmarani.ge/marani-application-form/