Startup მარანის მე-4 ღონისძიებისთვის მზადება გადამწყვეტ ფაზაში შედის

Startup მარანის მე-4 ღონისძიებისთვის მზადება გადამწყვეტ ფაზაში შედის

Startup მარანის მე-4 ღონისძიებისთვის მზადება გადამწყვეტ ფაზაში შედის. 5 ოქტომბერს დასრულდა მონაწილეთა განაცხადების მიღება მე-4 ღონისძიებისთვის. აპლიკაციების გადარჩევის შემდეგ, გაიმართა გასაუბრების ეტაპი და მონაწილეებს მიეცათ საშუალება წარმოეჩინათ საკუთარი თავი და იდეა. მათ, ვინც წარმატებით გაიარეს გასაუბრება, 15 ოქტომბრიდან ჩაერთვნენ მენტორინგის პროცესში. თითოულ მონაწილეს ჰყავს საკუთარი მენტორი, რომელიც დაეხმარება ბიზნეს იდეების საბოლოო ღონისძიებისთვის მომზადებაში. მეოთხე ღონისძიება 22 ნოემბერს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართება, რომელსაც 50 მდე ინვესტორი დაესწრება.