საქართველო 23 ივნისს 5 საათზე Startup Network-ის და სტუდია Master of innovation-ის რიგით 48-ე ,,Startup Battle’’-ს უმასპინძლებს.

თუ ხართ ახალგაზრდა და გაქვთ საინტერესო იდეები, მაშინ ეს შანსი თქვენთვისაა! ღონისძიება თვეში რამდენჯერმე იმართება. მიზანი ახალგაზრდა მეწარმეების ხელშეწყობა და მათი ინვესტორების წინაშე წარსადგომად მომზადებაა.

რატომ უნდა მიიღოთ ,,Startup Battle’’-ში მონაწილეობა? თქვენ გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა წარუდგინოთ თქვენი იდეა მსოფლიოს წამყვან მოთამაშეებს ინვესტიციების ბაზარზე და მოისმინოთ ექსპერტების რჩევები.

,,Startup Battle’’ ჩატარდება 2 ეტაპად:

17:00 – 18:00 – სამეწარმეო ბლოკი. ამ ბლოკში წარმატებული ბიზნესმენები გაუზიარებენ გამოცდილებას ახალგაზრდა კოლეგებს, მოუთხრობენ საინვესტიციო სფეროში უახლესი ტენდენციების შესახებ და უპასუხებენ კითხვებს.

18:00 – 19:00 – საინვესტიციო ბლოკი. ამ ბლოკში მეწარმეები წარადგენენ პრეზენტაციებს, რომელიც 6 წუთი გაგრძელდება და დრო შემდეგნაირად გადანაწილდება: 3 წუთი – ავტორის პრეზენტაცია და 3 წუთი ექსპერტთა კითხვებისთვის/კომენტარებისთვის.

2 პროექტი, რომელიც ყველაზე მაღალ ქულას მიიღებს, ექსპერტების ხმის მიცემის და სტუმრების ონლაინ ხმის მიცემის მიხედვით გახდება ,,Startup Battle’’-ის გამარჯვებული.

თუ გსურთ გახდეთ ,,Startup Battle’’-ის მონაწილე, იპოვოთ ინვესტორი და რეალურად განახორციელოთ თქვენი იდეა, მიიღოთ ექსპერტებისგან რჩევები და სიმბოლური საჩუქრები, მაშინ იჩქარეთ ვაკანტური ადგილების დასაკავებლად, რადგან მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

მონაწილეობის მსურველებმა გაითვალისწინეთ, რომ პრეზენტაციების წარდგენა მოხდება ინგლისურ ენაზე.

პრეზენტაცია უნდა გადააგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: ys@startup.ua

ექსპერტების მიერ მოხდება მონაწილეების შერჩევა და მხოლოდ შერჩეულ მონაწილეებს ექნებათ Startup Battle-ში გამოსვლის შესაძლებლობა.

პროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერი არის Startup მარანი.

დამატებითი ინფორმაციისთვის: http://btl.startup.network/?buy=690