დღესდღეობით მთელ მსოფლიოში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ღონისძიებები სტარტაპებისათვის. ყოველთვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება მსგავსი ტიპის ღონისძიება. გარდა ამისა, ეწყობა სტარტაპების გლობალური კონკურსები მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში. ამ ეტაპზე, საქართველოში არ არსებობს ისეთი მუდმივი გარემო, სადაც Startup-ებს ანუ დამწყებ მეწარმეებს ექნებათ საშუალება, თავიანთი იდეები, ბიზნეს–გეგმები გააცნონ ინვესტორებს და მათი დაინტერესების შემთხვევაში მიიღონ დაფინანსება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, დაგვეწყო ახალი ქართული პროექტი StartUp მარანი, რომელიც მიზნად ისახავს დამწყებ მეწარმეებსა და ინვესტორებს შორის ერთგვარი ხიდის შექმნას და ერთმანეთთან დაკავშირებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ახალი, ინოვაციური იდეების რეალიზებას. პროექტი დამწყებ მეწარმეებს მისცემს შანსს მოიპოვონ დაფინანსება,  ინვესტორებს  კი  შესაძლებლობას –  გაეცნონ ინოვაციურ  იდეებს და ჩადონ ინვესტიცია მათთვის საინტერესო ბიზნეს-იდეებში.

,,Startup  მარანი’’-ს  დამფუძნებლები  არიან:  Start  –  Business  Solutions რომელიც  ეხმარება დამწყებ ბიზნესებს განვითარებაში და კომპანია Green Capital-ი, რომელიც წარმოადგენს ინვესტიციების მართვის კომპანიას, ორიენტირებულია საქართველოსა და შავი/კასპიის ზღვის ეკონომიკურ ბაზარზე.