გსურთ ინვესტირება ინოვაციურ ბიზნეს იდეებში? გინდათ შეხვდეთ დამწყებ მეწარმეებს, რომელთაც აქვთ უკვე დამუშავებული ბიზნეს იდეები? პროექტი „Startup მარანი“ გაძლევთ ამ უნიკალურ შესაძლებლობას. პროექტის მიზანია, შეიქმნას ერთგვარი ხიდი დამწყებ მეწარმეებსა და ინვესტორებს შორის, რომელიც მათ ერთმანეთთან დააკავშირებს, იგი ხელს შეუწყობს ახალი, ინოვაციური იდეების განვითარებას.

აპლიკაციების საფუძველზე, რომლის მიღებაც ყოველდღიურ რეჟიმში მოხდება, შეირჩევიან დამწყები მეწარმეები. ისინი საფუძვლიანად დაამუშავებენ იდეებს, დაესწრებიან ტრენინგებს, მიიღებენ კონსულტაციებს მენტორებისგან, მოამზადებენ პრეზენტაციებს და მოემზადებიან ინვესტორების წინაშე წარსადგენად. მომზადებული პრეზენტაციების მიხედვით, მოხდება მონაწილეთა საბოლოო გადარჩევა. შეხვედრაზე თითოეულ მეწარმეს გამოყოფილი ექნება 5-7 წუთი იდეის წარსადგენად.

ღონისძიების  დასრულებიდან  ერთი  კვირის  განმავლობაში,  ინვესტორებს  ექნებათ საშუალება დაუკავშირდნენ მათ მიერ შერჩეულ მონაწილეებს და დაიწყონ მოლაპარაკება დაფინანსებაზე. საკუთარი  სურვილით  დარეგისტრირებული  ინვესტორების  გარდა,  ყოველ  ღონისძიებას ესწრებიან მოწვეული ინვესტორები სხვადასხვა სფეროდან. თუ გსურთ დაესწროთ ღონისძიებას, როგორც ინვესტორი, შეავსეთ შესაბამისი აპლიკაცია მთავარ გვერდზე. დარეგისტრირებულ ინვესტორებს, წვდომა ექნებათ იმ იდეებზე, რომლებიც ვერ მიიღებენ დაფინანსებას. თუ გსურთ  გაეცნოთ ბიზნეს იდეებს უნდა შეავსოთ ,,ბიზნეს იდეები’’-ს სააპლიკაციო ფორმა. ის იდეები, რომლებიც ვერ მიიღებენ დაფინანსებას,  მონაწილეთა სურვილის  შემთხვევაში  განთავსდება ვებ-გვერდზე, სადაც  ინვესტორებს შეეძლებათ  გაეცნონ მათ  და დაუკავშირდნენ იდეის ავტორებს.